საქართველომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტით $158 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – სად ვყიდით საქონელს?

საქართველომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტით $158 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – სად ვყიდით საქონელს?

აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა. 2023 წელს საქართველომ ადგილობრივი წარმოების საქონლის რეალიზებით 158 მილიონ 387 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის რეკორდული ექსპორტის ღირებულებას 43.7%-ით ჩამორჩება. კლების მიუხედავად აზოტოვანი სასუქები უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში 2.6%-იანი წილით მეექვსე ადგილს იკავებს.

საქსტატის საგარეო პორტალის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს მინიმალური, ქიმიური ან აზოტოვანი სასუქების ექსპორტის ღირებულების თითქმის განახევრების მიუხედავად ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყიდული ამ კონკრეტული საქონლის მოცულობა დიდად არ შემცირებულა. ჯამში ქვეყნიდან 450 278 ტონა სასუქი გაიყიდა, რაც 2022 წლის ექსპორტზე 12 000 ტონით ნაკლებია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წელთან შედარებით საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქი გაიაფდა.

აზოტოვანი სასუქების მთავარი საექსპორტო ბაზარი 2022 წლის მსგავსად კვლავ პერუ რჩება, თუმცა ამ მიმართულებით საქონლის გატანის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. უმსხვილესი 10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. პერუ – $61.9 მლნ, 165 050 ტონა;
  2. რუმინეთი – $21.6 მლნ, 59 092 ტონა;
  3. მაროკო – $17.6 მლნ, 68 798 ტონა;
  4. ტანზანია – $10.4 მლნ, 27 600 ტონა;
  5. პანამა – $7 მლნ, 21 450 ტონა;
  6. ინდოეთი – $6.9 მლნ, 12 460 ტონა;
  7. განა – $6.6 მლნ, 18 500 ტონა;
  8. ესპანეთი – $6.3 მლნ, 21 942 ტონა;
  9. ლიეტუვა – $5 მლნ, 11 747 ტონა;
  10. ნამიბია – $3.4 მლნ, 13 501 ტონა;

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…